“ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ – ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე, ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა. ეს იქნება ჩემთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და არა პასუხისმგებლობის აღება. ის, რასაც ეს ახალგაზრდები საუბრობენ, როდესაც გულწრფელად გამოთქვამენ თავიანთ აზრს და რაღაც შეცოდებაზე საუბრობენ , მათ ჯერ არ აქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს იყო სახელმწიფოს სამსახურში, რას ნიშნავს, საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შს მინისტრი და რას ნიშნავს, როცა ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში, რამდენჯერმე იყო შტურმით აღებული, მესამედ, ფიზიკურად, ჯგუფურად,სისტემურად და ორგანიზებულად ესხმიან თავს. ოკუპაციის საფარქვეშ კონკრეტული პოლიტიკოსები, ადამიანების ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად პარლამენტის შენობაზე, ინსტიტუციების ჩამოშლას ცდილობენ, რის მიზანსაც ვერ ხსნიან დღეს … ამ დროს შს მინისტრი დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, შეეგუე კომპრომისს ან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის კანონიერი”…
გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა მინისტრი
“ტვ პირველის ეთერი”