აქცია “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ facebook-ზე დაწერა, რომ პატრიოტთა ალიანსის აქტივისტები პარლამენტის წინ მივიდნენ.
“პატრიოტთა ალიანსის აქტივისტები მივიდნენ პარლამენტის წინ ახლა, დღეს აქ ჩვენ ვატარებთ აქციასო. მალე ლიდერებსაც ელოდებიან. ეს არის გიორგი გახარიას პასუხი, ტვ პირველის სტუდიასთან დადეგმილ საპროტესტო აქციაზე”,- წერს რუხაძე.
11 ივლისს აქციის “სირცხვილია” 22-ე დღეს საქართველოს მოქალაქეები, ისტორიკოსები და ექსპერტები რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის 200 წლიან ისტორიაზე გეგმავენ საუბარს.