ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ჟენევის მოლაპარაკებების პოლიტიკურ განზომილებაში აყვანის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული, მშვიდობიანი, სტაბილური და ევროპული ქვეყანაა, ახლახანს, განახლებული დაძაბულობა კი რუსეთთან, ასევე გამოხატავს, იმას რომ გადაუჭრელი კონფლიქტები და არსებული მდგომარეობა (status quo) არც პოლიტიკურად არის ქართველებისთვის მისაღები და არც ხანგრძლივ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

,,მე მოვუწოდებ ყველას დეესკალაციისკენ, ჩემი შემოთავაზებაა ჟენევის მოლაპარაკებების პოლიტიკურ განზომილებაში აყვანა. მე მწამს, რომ ევროპა უფრო მეტად უნდა ჩაერთოს, რათა ჩვენ მშვიდობიან არჩევანს იმ გამოწვევების მიმართ, რომელსაც ოკუპაციასთან დაკავშირებით ვაწყდებით მხარი დაუჭიროს. საქართველო ფსევდოისტორიულ არგუმენტებს საკუთარი თავის გასასამართლებლად არ უყურებს, რადგან მას ეს არ სჭირდება. საქართველოს საერთაშორისო სამართლის ნორმები არასდროს დაურღვევია.

საერთაშორისო სამართლის პრინციპები ან რომელიმე ქვეყნის საზღვრების სუვერენიტეტი არასდროს დაურღვევია. ჩვენი სამშვიდობო გეგმა მოქმედებაშია”- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

იტვირთბა....