საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ვჭირდება მედიაცია, ევროკავშირის დახმარება, მხარდაჭერა, რაც გინდათ ის დაარქვით, იმაში, რომ ისევ გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა.
„ჩვენი საქმიანობა, რაც ხორციელდება ჩვენი მთავრობის თუ საერთაშორისო ასპარეზზე, პროტესტებმა დაადასტურეს, რომ არ არის საკმარისი. საქართველო არის მშვიდობიანი ერი და თავისთავად არის ქვეყანა, რომელიც არასოდეს დასხმია თავს არც ერთ ქვეყანას. იგი აგრძელებს რუსი ტურისტების ჩვეული მასპინძლობით მიღებას და ეს ხდება 2008 წლის ომის მიუხედავად. ჩვენ გვინდა, ოკუპაციის საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად, დიპლომატიური არხებისა და გზების გამოყენებით. ყველაფრის მიუხედავად, დემოკრატიული, მშვიდობიანი, სტაბილური და ევროპული – აი ეს ვართ ჩვენ, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო. რუსეთთან განახლებული დაძაბულობა მიუთითებს, რომ არსებული სტატუს კვო მიუღებელია და ხელს არ უწყობს გრძელვადიან სტაბილურობას” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საჭიროა დეესკალაცია, ჟენევის მოლაპარაკებების განახლება და უფრო აქტიურად ჩატარება.
„დარწმუნებული ვართ, რომ ევროპა უნდა იყოს უფრო აქტიურად ჩართული, რათა ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს ჩვენს ევროპულ გზაზე სვლას. საქართველოს არ უნდა ეძებდეს რაღაც ფსევდოისტორიულ ადამიანებს იმისათვის, რომ დაამტკიცოს საკუთარი თავი, რადგან ნამდვილად ძალიან დიდი ისტორიისა და ძალიან დიდი გზის პატრონია. ჩვენ არასოდეს დაგვირღვევია არც ერთი ქვეყნის საზღვარი, არ დავსხმივართ თავს არც ერთ ერს. 2005 წელს, მოლაპარაკებების შედეგად ვნახეთ, რომ ბათუმიდან გავიდა რუსული გემი, რომელსაც გაჰქონდა რუსული შეიარაღება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველანი მივიღებთ მონაწილეობას, თუ ავირიდებთ თავიდან შეცდომებს, მაშინ აუცილებლად ვნახავთ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები გავლენ გუდაუთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან. შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა არის ისეთივე ღირებული და მნიშვნელოვანი ევროპისათვის, როგორც საქართველოსათვის და ყველა ჩვენი მეზობლისთვის. ყველანი უნდა ვმუშაობდეთ ამ საკითხებზე, ყველას გვჭირდება ჩვენი სტაბილურობა, მთლიანად რეგიონს და ყველა ქვეყანას სჭირდება ჩვენი სტაბილურობა. ჩვენ გვჭირდება მედიაცია, ევროკავშირის დახმარება, მხარდაჭერა, რაც გინდათ ის დაარქვით, იმაში, რომ ისევ გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა. გვჭირდება ევროენთუზიაზმი, რომ ევროპასაც ახალი სულისკვეთება შევძინოთ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რომ გავიაროთ ეს რთული პოლიტიკური და ეკონომიკირი რეფორმები, რათა მივიდეთ იმ წერტილში, საიდანაც მოვდივართ, რათა თქვენთან ერთად, სრულად ვიყოთ ევროკავშირში ინტეგრირებულები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.