ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამუშია – არ ვიცი ექსპერტებს რაზე ესაუბრა, მაგრამ მთავარი კითხვაა გადადგება თუ არა გახარია

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი ლევან სამუშია “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ექსპერტებთან შეხვედრისას მთავარ კითხვაზე არ გასცა პასუხი – გადადგება თუ არა დაკავებული თანამდებობიდან.

“კონკრეტულად არ ვიცი გიორგი გახარია ექსპერტებს რაზე ესაუბრა – ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. თუმცა, მთავარია საზოგადოების მოთხოვნა გადადგება თუ არა ის თანამდებობიდან, რაზეც გახარიას პასუხი არ გაუცია. იმაზე საუბარი, რომ მთელი ღამე სპეცრაზმი ხალხზე ნადირობდა და მას ქონდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები დასახიჩრებულები თავგახვრეტილი შეყავდათ – ამაზე უნდა გაგვცეს პასუხი”, – განაცხადა სამუშიამ.

შეგახასენებთ, რომ გიორგი გახარია რამოდენიმე დღის წინ ესპერტებს შეხვდა, სადაც 20 ივნისის ღამე და მიმდინარე მოვლენები მიმოიხილა.

იტვირთბა....