შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია “TV პირველზე” ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციის” სტუმარი იქნება.
“❗ ყველა კითხვა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას;
🔜 რას იტყვის გიორგი გახარია ღია ეთერში დღეს, რომელიც რეაქციაში, საღამოს 20:00 საათზე, TV პირველზე შედგება?
📌 ეს იქნება მისი პირველი სატელევიზიო ინტერვიუ ერთი-ერთზე, 20-21 ივნისის ღამის შემდეგ;
❓ როგორ გადაიქცა ანტისაოკუპაციო მიტინგი, სახელმწიფო გადატრიალების საქმედ?
✔ ყველაფერი, რაც 20 ივნისიდან მოყოლებული, დღემდე, ქართულ პოლიტიკაში ხდება;
👤 ვინ იყო 20 ივნისის ღამის დირიჟორი, ვინ გასცემდა ბრძანებებს, ვინ იღებდა გადაწყვეტლებებს, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება და ვინ რა პასუხისმგებლობას გრძნობს საქართველოს მთავრობაში?
🆚 ქვეყანა უკიდურესი დაძაბულობის ზღვარზე;
👉 თანამდებობიდან არ მიდის დღეს, მაგრამ ფიქრობს თუ არა წასვლას ხვალ?
🔜 დღეს, საღამოს 20:00 საათზე, რეაქციაში, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია”, – ვკითხულობთ “TV პირველის” Facebook გვერდზე.