„არ თქმულა, არ თქმულა ასეთი რამ(ექსპერტებსა და შს მინისტრს, გიორგი გახარიას შორის შეხვედრაზე პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით ტყვიების კონტექსტში საუბარი). გამიკვირდა, რომ ეს ნახსენები იყო. პანკისის მოვლენებზე სხვა კონტექსტში იყო საუბარი, ტყვიებთან დაკავშირებით პანკისზე ლაპარაკი არ ყოფილა. ტყვიებზე რამდენიმე შეკითხვა დაისვა და იქ იყო ექსპერტი, რომელმაც აგვიხსნა, რომ ეს არ არის სანადიროდ. გვაჩვენეს ტყვიები და ინსტრუქტაჟი. ის, რომ პანკისში ამ ტყვიების რაღაცა ფორმით მოხსენიება. ასეთი რამ იქ არ გამიგია. არ ვყოფილვარ გასული. დავიჯერო, გამომრჩა ასეთი მნიშნველოვანი რამ? სხვასაც ვკითხოთ, უკეთესი იქნება, მე არ გამიგია”
შეგახსენებთ, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკური საკითხებში, ამირან სალუქვაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და ექსპერტებს შორის 20 ივნისის ღამის შესახებ გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. როგორც სალუქვაძე ამბობს, უწყებამ აქციის დასარბევად დიდი ზომის რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება პანკისის მოვლენებიდან გამომდინარე მიიღო.
მამუკა არეშიძე “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი”