გიგი უგულავა რომ რიხიანად საუბრობს ადამიანის უფლებებზე და საზოგადოებას მოევლინა, როგორც ჭეშმარიტი დემოკრატი, ერთი ჰკითხეთ, რისთვის არის გასამართლებული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდოამარემ, ანრი ოხანაშვილმა, „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, უგულავა გასამართლებული იყო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისთვის და ამის გამო მას არ აქვს უფლება, ისაუბროს მორალურ საკითხებზე მანამდე, სანამ ყოველ ჯერზე წარსულის გამო, მოსახლეობას ბოდიშს არ მოუხდის.
„ადამიანი, რომელიც გასამართლებული იყო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისთვის იმდენად შეიცვალა და ტრანსფორმირდა თურმე, რომ დღეს გამოხატვის თავისუფლებაზე,საზოგადოების ინტერესების დაცვაზე საუბრობს?მე ასეთი ადამიანების არ მჯერა. ამიტომ შეახსენეთ ხოლმე სტუდიაში, გაიხსენოს წარსული და შესაბამისად, მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ საკითხზე, რაც მაშინ ხდებოდა. ელემენტარული გამოვიდეს და ჩვენ საზოგადოებას მოუხადოს ყოველ ჯერზე ბოდიში. თუ ნამდვილად მოინანია ამ ადამიანმა თავის ქმედებები, როგორც პოლიტიკური ასევე სამართლებრივი მერე ვისაუბროთ მის პოლიტიკურ და მორალურ უფლებაზე ისაუბროს კონკრეტულ საკთხებზე“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.