ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ურეკში უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცი ზღვაში დაიხრჩო

ურეკში უცხო ქვეყნის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით “ტაბულა” ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უცხოელი ცოლ-ქმარი ზღვაში ერთად ცურავდა, მამაკაცის გაუჩინარების შემდეგ კი ქალმა 112-ში დარეკა და წყალში მყვინთავებიც შევიდნენ, თუმცა კაცის ცხედარს ვერ მიაგნეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. მოგვიანებით შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, ერთ კილომეტრში, ცხედარი წყალმა გამორიყა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....