ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთი ჩვენი დომინანტი არაა ექსპორტებში, ემბარგოს შემდეგ წარმატებით შევძელით დივერსიფიკაცია” – “ნაბეღლავის” დამფუძნებელი

ნაბეღლავის დამფუძნებელი კომპანიის, “წყალი მარგებელის” დამფუძნებელი, ავთანდილ სვიმონიშვილი, “ტაბულასთან” ინტერვიუსას აცხადებს, რომ 2006 წლის ემბარგოს შემდეგ კომპანიამ წარმატებით შეძლო დივერსიფიკაცია უცხოურ ბაზრებზე და ამჟამინდელი ვითარებით, რუსეთზე ნაკლებადაა დამოკიდებული.

“პირველი ემბარგო რომ იყო 2006 წელს, მერე ჩვენ შევეცადეთ დივერსიფიკაციას ჩვენი ექსპორტების, ჩვენმა პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ როგორც ინვესტირებაში, ასევე გაყიდვებშიც მოგვეხდინა დივერსიფიკაცია.

რუსეთი ჩვენი დომინანტი არ არის ექსპორტებში, დაახლოებით 7%-დან 10%-მდე.” – ამბობს სვიმონიშვილი.

მისი თქმით, 2006 წლის ემბარგოს გადატანა მარტივი არ აღმოჩნდა, თუმცა კომპანიამ შემდგომში ახალი ბაზრები აითვისა და კომპანია, რომელიც ამჟამად 33 ქვეყანაში ახდენს ექსპორტს, რომელიმე ერთ ბაზარზე დამოკიდებული აღარაა.

“2006 წლის ემბარგო რთულად გადავიტანეთ, რა თქმა უნდა, სხვებთან ერთად, მაგრამ იმისი ძალები მაინც გვქონდა, რომ სწრაფად მოგვეხდინა მერე დივერსიფიკაცია და ძირითადად, დსთ-ს ბაზრებზე გავსულიყავით” – განაცხადა სვიმონიშვილმა

იტვირთბა....