ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციაზე კვლავ მიმდინარეობს.
მოქალაქეთა ნაწილი მოშიმშილეებთან მივიდა და მათი კარავი დაშალა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა შეფასებით, ეს ადამიანები ხელისუფლებამ გამოგზავნა და მისი სცენარით მოქმედებენ.

თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნებიან.

„ჩვენ არ მივეკუთვნებით არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. ჩვენ ვართ წყალწმინდის, ურეკის მოსახლეობა და მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანების დრო უნდა დამთავრდეს საქართველოში. ჩვენ აქ ხვალაც მოვალთ“, – განუცხადა პაატა ჩხარტიშვილმა პირველ არხს.

ადგილზე ვითარება სამართალდამცავებმა განმუხტეს.

იტვირთბა....