ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდუბეში 16 დაზიანებული სპორტული მოედანი აღდგა

დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში დაზიანებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციას ახორციელებს.
ამ ეტაპზე, აღდგენითი სამუშაოები 16 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა. სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული ხელოვნური საფარი ახლით შეიცვალა, ტერიტორიაზე არსებული ამორტიზებული მავთულბადე განახლდა, დაიჭიმა და შეიღება; ახლით ჩანაცვლდა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები, ასევე, განახლდა ყველა საჭირო ინვენტარი.
სამუშაოები, რომელიც დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ “პე-ბე” შეასრულა, გამგეობის ბიუჯეტიდან 54 811 ლარით დაფინანსდა.

იტვირთბა....