სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტის, ამირან სალუქვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ექსპერტებთან შეხვედრისას დაასახელა ე.წ. გადატრიალების საქმის მთავარი მტკიცებულება.
როგორც სალუქვაძე ამბობს, ეს იყო პარლამენტში, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დაშვებული საშვების რაოდენობის მკვეთრი ზრდა.
„ერთ-ერთი ინდიკატორი იყო, ფაქტობრივად, გაათმაგებული რაოდენობით საშვების გამოწერა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. მან ციფრებიც კი დაასახელა, რომ საშუალოდ დღეში თუ, მაგალითად, რომელიმე პარტია 2-3 საშვს უშვებდა, ამ შემთხვევაში დეპუტატები ახდენდნენ 10 და მეტი საშვის დაშვებას. მთლიანობაში, ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ ციფრს მიიღებდა, დავუშვათ, რომ 30-40-მა დეპუტატმა 10-20 ადამიანი რომ შეიყვანოს, გამოდის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი შიგნით. ეს იყო ერთ-ერთი მიმანიშნებელი, რის გამოც მიიღეს ის ზომები, რაც მიიღეს,“ – აცხადებს ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, 9 ივლისს, შინაგან საქმეთა მინისტრი ექსპერტებს შეხვდა.