ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით ბერძენიშვილი – თბილისი პრაიდი იყო მიღწევა

თბილისი პრაიდი იყო მიღწევა”, – ამის შესახ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თანასწორობა ყველაზე მაგარი რამ არის.

“არ შეიძლება ჩვენ ჩვენი მხრიდან განვსაზღვროთ, ვაიმე ხელისუფლება აქაა, გამოგიყენებ თქვენს წინააღმდეგ და ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით გვსაზღვრავენ. არ არის ეს აქცია პოლიტიკოსების მიერ მართული. არცერთ პოლიტიკურ ძალას, არცერთ კონკრეტულ პოლიტიკოსს არ ჰქონდა უფლება, ვინმესთვის რამე აეკრძალა, რომელიც უბრალოდ გამოხატავდა თავის პოზიციას. მე ვარ ამაყი, რომ ჩემი პარტიის ორივე ხელმძღვანელი, სამნიძეც და კორძაიაც იყვნენ იქ და იცავდნენ იმ ადამიანებს. ამასთანავე, ყოველთვის დავიცავთ რელიგიურ უმცირესობებს. მე დღისით აქ ვიყავი, როდესაც ვასაძე და ეს პერმანენტული მუდმივი ძველი ბიჭი ანაფორაში, ყაჩაღი პირდაპირი მნიშვნელობით, მთელი ახალგაზრდობა რომ ძარცვავდა და ციხეში გაატარა, მმკ-ს ხელმძღვანელი ისაკაძე და ესენი ლაპარაკობდნენ და მათ მიერ გაბრიყვებული ადამიანები”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

იტვირთბა....