ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გუშინ პუტინმა შეცვალა რეგიონის ისტორია და ეს ცვლილება მხოლოდ მისი ერთი ნათქვამით არ შემოიფარგლება – არეშიძე

გუშინ პუტინმა შეცვალა რეგიონის ისტორია და ეს ცვლილება მხოლოდ მისი ერთი ნათქვამით არ შემოიფარგლება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ დღეს გამართულ პრსკონფერენციაზე განაცხადა.

არეშიძის თქმით, პუტინმა თავისი განცხადებით გახსნა ფრონტი და  საქართველომ დღესვე უნდა დავიწყოს ზრუნვა იმაზე, რომ მომავალი თაობის ცნობიერებაში ისტორიის შეცვლა არ მოხდეს.

„პუტინის გუშინდელი განცხადება არის რუსეთის ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი ე.წ. ბიზანტიური პოლიტიკური მანევრი, როდესაც ერთი მხარე ერთი ხელით ერთს აკეთებს, მეორე ხელით მეორეს. ისეთი სვლა გააკეთა, თითქოს ძალიან ზრუნავს ქართველ ხალხზე. როგორც ჩანს, გადაწყვიტა საზოგადოების ნაწილი დაემშვიდებინა საქართველოში და შეენარჩუნებინა ის გავლენები, რომლებიც რუსეთს აქვს აქ.

მთავარი არის ის, რაც მან გააკეთა – ახალი ისტორია შექმნა. ისტორიული თანამეგობრობა რუსეთში დაიწყებს ისტორიის გამოცვლას, არ არის გამორიცხული შეცვალონ დოკუმენტები იმისათვის, რომ დირექტივამ, რომელიც მიღებულია პრეზიდენტისგან, ადგილი დაიკავოს მომავალი თაობის ცნობიერებაში. ეს არის ახალი ფრონტი, რომელიც პუტინმა გახსნა თავისი განცხადებით და ჩვენ დღესვე უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ ეს არ მოხდეს.

ჩვენ ასე მივუშვით არაერთი პროცესი, მაგალითად გარეჯის პროცესი და ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება“, – განაცხადა არეშიძემ.

რუსეთის პრეზიდენტის ვერსიით, „ოსეთი რუსეთის იმპერიაში 1774 წელს, მთლიანად – ჩრდილოეთი და სამხრეთ ნაწილებით შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს, ასევე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. 1918 წელს კი საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი  ოსეთში გენოციდი მოაწყო.

იტვირთბა....