რუსული Дождь-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი პირდაპირ ეთერში ქართული ღვინით გავიდა. წამყვანმა რუსეთის მიერ საქართველოსთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე ისაუბრა, ქართული ღვინის ბოთლი დადგა მაგიდაზე და ასე გააგრძელა ეთერის წაყვანა.
წამყვანმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოხატა საქართველოს მიმართ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ მთავრობას მიმართა, რათა საქართველოსთვის სანქციები დაეწესებინა.
დეპუტატები ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტისა და ქვეყნებს შორის ფული გზავნილების აკრძალვას ემხრობიან.
9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა და განაცხადა, რომ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო საქართველოს სანქციებს არ დაუწესებდა.
“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია.