ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი 13 კედელი მოეწყო

მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი 13 კედელი მოეწყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი თმოგვის II შესახვევის N16-ში განხორციელდა, სადაც 37-მეტრიანი საყრდენი კედელი აშენდა.

აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„თმოგვის II შესახვევში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. მიწა რამდენჯერმე ჩამოიშალა. გასულ წელს ავაშენეთ ერთი კედელი და ახლა დავასრულეთ მეორე კედლის მოწყობა. N16-ში კედლის აშენების შედეგად უკვე დაცულია ქსოვრელის ქუჩისა და ამ შესახვევის მოსახლეობის უსაფრთხოება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

იტვირთბა....