საქართველოსთვის სანქციების გამოცხადება ივანიშვილისთვის ფეხის დადება იქნებოდა, პუტინს კი არ აწყობს ივანიშვილის წაქცევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
გოცირიძეს თქმით, ივანიშვილის გარდა პუტინს სხვა საყრდენი საქართველოში არ გააჩნია
„პუტინმა დაინახა, რომ სანქციების დაწესება კიდევ ერთი დარტყმა იქნებოდა ივანიშვილისთვის. სანქციის გამოცხადება ივანიშვილისთვის ფეხის დადება იქნებოდა, პუტინს კი არ აწყობს ივანიშვილის წაქცევა, იმიტომ, რომ სხვა დასაყრდენი მას საქართველოში არ ჰყავს, აბა, მართლა ქართველის ხალხის ხათრით კი არ შეაჩერა სანქციები“, – განაცხადა გოცირიძემ.