მთავარი ციტატა

“ოცნების” გუნდს არ შეუძლია აღიარება, რომ ვიღაც მათზე უფრო ძლიერია – უგულავა

“ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია კრიტიკის მიღება, განწირულია. საზოგადოებაში ეს საქმე შესულია, როგორც “გავრილოვის ღამე” და არა – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ივანიშვილსა და “ოცნების” გუნდს არ შეუძლია აღიარება, რომ ვიღაც მათზე უფრო მართალია და სხვას შეიძლება იყოს მათზე ძლიერი. ეს ყველაფერი გროვდებოდა წვეთ-წვეთად აზვრითდა უკვე. ეს იყო მზაკვრობა, როცა აპროტესტებენ მშვიდობიანად და შენ მათ უპირისპირდები რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით. ამ ყველაფერზე ხვალ დაველაპარაკები მოსამართლეს. გახარია მოიქცა არაკაცურად, ეს იყო პოლიტიკური სიბეცე. არ ვენდობი გახარიას პროკურატურას და არც ვიცი, ამჟამად ვინ არის მთავარი პროკურორი. ჯანსაღი სისტემის პირობებში, გახარია უნდა დაეკითხათ მაინც, არათუ ეჭვმიტანილად გამოცხადებულიყო”

ცნობისათვის, 20 ივნისი ღამის საქმესთან დაკავშირებით, გიგი უგულავა პროკურატურაში ხვალ არის დაბარებული.

გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
“ტვ პირველის” ეთერი

იტვირთბა....