ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლევან კობერიძე მამუკა ხაზარაძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

მე ვიცნობ მამუკა ხაზარაძეს, იგი წარმატებული, კეთილსინდისიერი ბიზნესმენია და პიროვნულ დონეზეც კარგი თვისებებით გამოირჩევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ამ ხნის მანძილზე დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნა მმართველი გუნდისადმი უნდობლობისა და “ნაციონალური მოძრაობისადმი” მწვავე ანტიპათიის გამო ამჯობინა.

“ქართულმა ოცნებამ მოსახლეობას დაანახა, რომ არანაირი მოლოდინის დამყარება მათზე არ შეიძლება, მე თავის დროზე დავტოვე ეს პარტია, რადგან გავაცნობირე, რომ იქ არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ იყო” – აღნიშნა დეპუტატმა

მანვე დაამატა, რომ ჯერ დაზუზტებით არ იცის, დაუკავშირებს თუ არა ბედს რომელიმე პოლიტიკურ ძალას, თუმცა, დარწმუნებულია, რომ “ნციონალურ მოძრაობასთან” არასდროს ითანამშრომლებს.

დეპუტატი ასევე შეეხო ნულოვანი ბარიერის თემასაც და აღნიშნა, რომ ეს სისტემა არავითარი პრობლემა არ არის და ძალა, რომელიც ხალხის ნდობის მოპოვებას შეძლებს, თანაბრად გადალახავს როგორც 3%-ს, ასევე ნულოვან ბარიერს და პოლიტიკური პარტიების მრავალფრეოვნებაც მხოლოდ დადებითად აისახება ქართულ პარლამენტზე:

“დღევანდელი საქართველოს პრობლემა არის “ნაციონალური მოძრაობისა და “ქართული ოცნების” უაზრო ჭიდილი, ეს ორი ძალა ერთმანეთში აიზილა, თუკი რამე არ არის კარგად, ერთი მეორეს აბრალებს და ხალხიც და ლარის კურსიც ყველამ მიივიწყა”

იტვირთბა....