პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ხვალ, 10 ივლისს დაკითხვაზე მივა. ამის შესახებ თავად უგულავამ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა.
„ხვალ დილით 10 საათზე მივდივარ დაკითხვაზე 20 ივნისის გავრილოვის ღამეზე, იმათ ენაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე“, – წერს უგულავა.
შეგახსენებთ, პოლიტიკოსი დაკითხვაზე 20 ივნისის საღამოს მოვლენებთან დაკაშირებითაა დაბარებული.