დღეს “მედიის განვითარების ფონდმა” ანტი-დასავლური პროპაგანდის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიში მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (#PITA) ფარგლებში. ანგარიში 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. MDF-მა 18 მედია შეისწავლა.
ძირითადი ტენდენციები, რომლებიც გამოვლინდა არის: დასავლეთის წინააღმდეგ კრემლის ინფორმაციული გავლენის აქტივობები საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის. ასევე გაიზარდა, როგორც ამერიკის წინააღმდეგ მიმართული, ასევე იდენტობის დაკარგვის საფრთხეზე ფოკუსირებული გზავნილები. ამასთანავე მზარდი ტენდენცია შეინიშნება ნატოს, დასავლეთის და დიდი ბრიტანეთის შემთხვევაშიც.
აღსანიშნავია, ირიბი-დესტრუქციული სტრატეგია, რომლის მიზანი არსებითი საკითხებიდან ფოკუსის გადატანა და რეალური პრობლემების უგულებელყოფაა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში როგორც რუსეთის („ამერიკის/დასავლეთის ინტერესებს საკუთარს ვწირავთ“, „რუსეთს არ უნდა 2008 წლის ომი განმეორდეს“), ასევე საქართველოს პასუხისმგებლობის („ჩვენ რა შუაში ვართ? „რატომ უნდა ვეომოთ?“) უარყოფას ახდენს.
სრული ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე