ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული ღვინის გარეშეც გავძლებთ” – დუმის თავმჯდომარე

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა საქართველოს მიმართ შესაძლო ეკონომიკური ზომებზე საუბრისას, განაცხადა, რომ ქართული ღვის გარეშეც გაძლებენ.

„როცა არის ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება, მე უარს არ ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეც და ჩემი ახლობლებიც გავძლებთ ქართული ღვინისა და ქართული წყლის გარეშე. ჩვენ მშვენიერი ღვინოები გვაქვს რუსეთში, რეკომენდაციას ვუწევ“, – განაცხადა ვოლოდინმა.

მან ასევე დასძინა, რომ ქვეყნის მიმართ პატივისცემისთვის შეიძლება ღვინის გაწირვა.

„არ არის საჭირო ერთ დონეზე განვიხილოთ ხალხი, ქვეყანა და ღვინო. მიგვაჩნია, რომ შეიძლება უარი ვთქვათ ღვინოზე, რომ მოვიპოვოთ პატივისცემა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების მიმართ“, – დასძინა ვოლოდინმა.

მისი სიტყვებით, რუსეთში იწარმოება ხარისხიანი კრასნოდარული და ყირიმული ღვინოები, რომლებიც ევროპულ ღვინოებს უწევენ კონკურენციას. „ქართული ღვინოები ამ სტანდარტამდე უკვე ვერ ადიან, ამიტომ ჩვენ უკეთესი მწარმოებლები გვყავს რუსეთის ტერიტორიაზე, ბევრს აკეთებენ, რომ ხარისხი იყოს მაღალი. ქართული ღვინოები მხოლოდ ფასით უწევენ კონკურენციას, რაც შეეხება ხარისხს, ის ძალიან დავარდა და ვერ გადის არსებულ სტანდარტებზე“, – განაცხადა ვოლოდინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სათათბირომ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა – 416 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.

იტვირთბა....