ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“გამოვისყიდოთ რუსთავი 2 და სახელად ბაგრატიონ 1 ვუწოდოთ” – დუმის დეპუტატი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, ფრაქცია „სპრავედლივაია როსიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოლეგ ნილოვმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გამოსყიდვის და სახელის გადარქმევის წინადადება წამოაყენა.

„ჩემი წინადადებაა, არ შევჩერდეთ შემოთავაზებულ ეკონომიკურ ზომებზე. რატომ არ მიგვაჩნია შესაძლებლად და აუცილებლად მედიის სფეროში სათანადო პასუხის გაცემა? ვნახოთ, იქნებ არის საშუალება, მათ შორის რუსეთის ქართული სათვისტომოს დახმარებით, ავიღოთ და მთლიანად გამოვისყიდოთ ეს ტელეარხი „რუსთავი 2“ ამ დამპლებიანად. ცხადია, სახელიც გადავარქვათ მას, მაგალითად, „ბაგრატიონი 1“ ვუწოდოთ“, – განაცხადა დეპუტატმა ნილოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სათათბირომ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა – 416 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.

იტვირთბა....