აზერბაიჯანული მედიიის ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისის რეისს ასრულებდა, ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა.
მედიის ვნობით, ინციდენტი აზერბაიჯანის ჰაჯიგაბულს და კურდამირის რეგიონებს შორის, გვიან ღამით მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
მატარებელზე არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად, ინციდენტის ადგილას სპეციალური დამხმარე მატარებელი მივიდა. აღდგენის შემდეგ, მატარებელმა მოძრაობა ნელი სვლით განაგრძო.