ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოსალოდნელიც იყო, რომ ნაც.მოძრაობას ხაზარაძის მეშვეობით კიდევ ერთი მოძრაობა დაემატა” – ახვლედიანი

“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას ეხმაურება.

მისი შეფასებით, ხაზარაძის მეშვეობით „ნაციონალურ მოძრაობს“ კიდევ ერთი მოძრაობა დაემატა.

„არაფერი გამორიცხული არ იყო. მოსალოდნელიც იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთი მოძრაობა დაემატა მამუკა ხაზარაძის მეშვეობით“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

„მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა“, – დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე მამუკა ხაზარაძემ.

იტვირთბა....