ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ორივე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები

რუსთაველის გამზირზე, სადაც ორი აქცია მიმდინარეობდა,  გზა გაიხსნა. ტერიტორიიდან გაიყვანეს ავტობუსებიც, რომლებიც ორი აქციის მონაწილეებს ყოფდა.

ამ დროისთვის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს, სადაც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი იმყოფება.

პარლამენტის წინ ასევე გადაინაცვლეს სამართალდამცველებმაც. ორი აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონი ყოფს.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი პარლამენტის შენობასთან დარჩენას და საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.

რუთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.

იტვირთბა....