“არაფერი განსაკუთრებული არ ხდება დღეს აქ, ეს არის უბრალოდ პროცესში მყოფი ქვეყანა, რომელიც მიდის რაღაც მდგომარეობიდან რაღაც მდგომარეობისკენ. კორდონის ერთ მხარეს სხვა მსოფლმხედველობის ხალხი დგას, მეორე მხარეს – განსხვავებული, სულ ესაა. მხოლოდ ისაა აუცილებელი, რომ ორივემ იცოდეს, რა არის თავისუფლება. მე აქეთა მხარეს იმიტომ ვდგავარ, რომ აქ არ ჩანს არავინ საზიზღარი, არავინ მოძალადე, არავინ მატყუარა. მე მათი აღსარებებიც მაქვს ბევრის მოსმენილი. იქითა მხარეს მოხდა ერთი ინციდენტი, აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ ხატები და დაპირისპირების შემდეგ დაზიანდა ეს ხატები. თქვე დალოცვილებო, ხატებს ვერ იცავთ და სამშობლოს დიაცავთ? ცეცხლს ვეთამაშებით, თავს ნუ მოიტყუებთ, რომ სარწმუნოებრივი ნიშნით იცავთ სამშობლოს”
დედა სიდონია ანტისაოკუპაციო აქციას შეუერთდა
დედა სიდონია
“ტვ პირველის” ეთერი