„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
განცხადებას “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება. პოლიციის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და თუ აგრესიულმა ადამიანებმა მიიღეს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას.
ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ და საქართველოს მთელ ხელისუფლებას“, -წერს გვარამია.