რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან სამართალდამცველებმა პოლიციის კორდონი განათავსეს და გზა ავტობუსებით გადაკეტეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ გზით სამართალდამცველები ორო პარალელური აქციის მშვიდობიან გამიჯვნას ცდილობენ.
ცნობისათვის, პარლამენტის შენობის წინ „თბილისი პრაიდის“ კონტრაქცია მიმდინარეობს, ხოლო პუშკინის სკვერში შეკრებილნი არიან მონაწილეები, რომლებიც პარლამენტთან 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქციებს მართავენ.
გარდა ამისა, დღეს შსს-მ განაცხადა, რომ მოუწოდებს აქციების მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დაშვებულ ფარგლებს. „ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი“, – აღნიშნულია განცხადებაში.