ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთის დუმის კომიტეტმა საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლის იმპორტის შეწყვეტის და ფულადი გადარიცხვების აკრძალვის ინიციატივას მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, შეიზღუდოს რუსეთში ღვინისა და წყლის მიწოდება საქართველოდან.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა.

„აუცილებელია მივიღოთ დამატებითი მკაცრი ზომები. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს წინადადებას, უკვე გამოთქმულს სახელმწიფო სათათბიროში ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელობის მიერ პროდუქციის მიწოდების შეზღუდვის თაობაზე. კერძოდ ღვინის, მინერალური წყლის,ზოგიერთი სხვა საქონლის, რომელიც საქართველოში იწარმოება აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის ფულადი გზავნილების გაყინვის თაობაზე“, – განაცხადა დუმის დეპუტატმა.

მისი განცხადებით, ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან ის, რაც „რუსთავის 2-ის“ ეთერში მოხდა, საღ აზრს, სიკეთისა და ბოროტებას ცდება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ამგვარი რაღაცები აბსოლუტურად დაუშვებელია.

“9 ივლისს სახელმწიფო დუმა პლენარულ სხდომაზე გეგმავს, განიხილოს განცხადების პროექტი „საქართველოში ანტირუსულ ისტერიაზე” – განაცხადა სლუცკიმ.

 

იტვირთბა....