მთავარი ციტატა

“მოგვიწყობენ პროვოკაციას? პასუხს წყნარად გავცემთ, დიდი დიდი, თავზე რაღაც სათამაშო გადმოგვიფრინონ” – ვასაძე

„ვისაც უნდა მოვიდეს და რაც უნდა ის გვიქნას, ჩვენ აქედან არ დავიშლებით ამ დღის ბოლომდე, სანამ არ დადასტურდება, რომ პრაიდის ჩატარება გაუქმდა. თქვეს, რომ გავაუქმებთო, მაგრამ ეგრე არ არის ძმაო, გამოაცხადე, გააუქმე. ხომ თქვით, რომ დღეს იქნებოდა?! გითხარით, არ იქნება. ხომ თქვით, რომ ერთი კვირა უნდა ვატაროთო?! ხომ არ ჩაგატარებინეთ. აი ზუსტად ასე არ ჩაგატარებინებთ არასდროს. მამათმავლობისა და ყველანაირი სხვა გარყვნილების ზეიმი საქართველოში არ შედგება. ერთი და იგივე როდემდე ვიმეოროთ?! ამიტომ, ჩემი მიმართვა, ჩემი თხოვნა, ჩემი მოფერება და ძმობა აქ შეკრებილი საზოგადოების მიმართ იქნება – ქართველებო, კაცებო, ქალბატონებო წყნარად და დინჯად. არ გვინდა ის მეთოდები, რომლითაც ეს დემონები ოპერირებენ. არ გვინდა გინება, დაძაბვა, ყვირილი. ჩვენ წყნარად ვართ. ძლიერი კაცი წყნარად არის. მოგვიწყობენ პროვოკაციას? დავმშვიდდეთ, პასუხს წყნარად გავცემთ. ვერაფერს გაგვიბედავენ, დიდი დიდი, თავზე რაღაც სათამაშო გადმოგვიფრინონ. წყნარად ვართ, ერთად ვართ, ბევრნი ვართ და გვიყვარს ჩვენი სამშობლო“

ლევან ვასაძე –  ბიზნესმენი

პარლამენტთან შეკრებილ მხარდამჭერებთან საუბრისას

იტვირთბა....