რუსეთის დელეგაციის წევრმა, ნიკოლაი რიჟაკმა განაცხდა, რომ რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციას არ შეასრულებს.
მისი თქმით, რუსეთი მიიჩნევს, რომ დეკლარაციაში გაწერილი მუხლები შესასრულებლად სავალდებულო არ არის.
როგორც რიჟაკი ამბობს, „დეკლარაცია ასამბლეის წევრების მესამედის თანდასწრებით მიიღეს“.
„იმის გათვალისწინებით, რომ დეკლარაცია ასამბლეის წევრების მესამედის თანდასწრებით მიიღეს, ჩვენ მას არ ვაღიარებთ და არ მივიჩნევთ, რომ დოკუმენტის შესრულება სავალდებულოა“ – განაცხადა რიჟაკმა.
რიჟაკის თქმით, „ამ დეკლარაციაში არის ანტირუსული რიტორიკა, რომელიც არ იცვლება“.
საქმე ეხება დოკუმენტს, რომელშიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელეამ გუშინ მიიღო. ტექსტში საუბარია რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიაზე. ასევე ასამბლეამ მოუწოდა მოსკოვს, უარი თქვასოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე.