“ნუ, უკვე ცხადად გამოჩნდა და მკაფიო სახე მიიღო, რომ ეს პრორუსული, შავრაზმული ძალები გაცხადებულად ეწინააღმდეგებიან ანტისაოკუპაციო აქციას და, შესაბამისად, იცავენ და ეხმარებიან გახარიას. ეს უკვე კარგად ხსნის, რატომ უშლიდა ხელს შსს მათ შორის პრაიდის ჩატარებას და რატომ არ ჰქონდა რეაქცია ვასაძის კომბლებზე.
სიბნელის მოციქულებს რომ არ უნდათ და აღიზიანებთ ნათელი და თავისუფალი ახალგაზრდები, ეს გასაკვირი არ არის. ის რომ რუსეთს არ უნდა ოკუპაციის წინააღმდეგ მტკიცედ შეკრული საზოგადოება და ახალგაზრდული ბირთვი, ესეც არ არის გასაკვირი. ის, რომ რუსულ ინტერესებს ეს კონკრეტული ძალები ასრულებენ, ესეც ალბათ ახალი არ არის. რაც სიახლეა არის ის, რომ ამავე “ტრენდზე” გაცხადებულად დაჯდა შსს და საქართველოს მთავრობა. შეიძლება ზოგისთვის ესეც არ არის სიახლე, უბრალოდ კონტურები უფრო მკაფიოდ იკვეთება”
არასამთვრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი; სოციალური ქსელი;