ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი უნდა აგებინონ გიორგი გაბუნიას” – Georgian Airways-ის პრეზიდენტი

Georgian Airways-ის პრეზიდენტი, თამაზ გაიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინების გამო რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას “კანონის მთელი სიმკაცრით” დასჯას ითხოვს.

“მივიჩნევ, რომ ეს არის ისტორიულად ცნობილი, მაღალი კულტურის მქონე ქართული საზოგადოების იმიჯის შელახვა მსოფლიოს თვალში. ვთვლი, რომ შუღლის გაღვივების მცდელობისათვის, შესაბამისმა უწყებებმა კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი უნდა აგებინონ გიორგი გაბუნიას, ხოლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ამ ფორმით მაუწყებლობაზე, აუცილებლად უნდა იმსჯელოს საქართველოს მთავრობამ”, — აღნიშნავს კომპანიის პრეზიდენტი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.

იტვირთბა....