ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფალავანდიშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

თბილისის საქალქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გურამ ფალავანდიშვილის მხრიდან წვრილმან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ის სამართალდამრღვევად სცნო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში და სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ორმა მოწმემ, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და დავით ლორთქიფანიძემ განაცხადეს, რომ გურამ ფალავანდიშვილს სამართალდამცავებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც წინააღმდეგობა გაუწევია.

შეგახსენებთ, რომ გურამ ფალავანდიშვილი სამართალდამცავებმა 20 ივნისს დააკავეს. მას 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და საზოგადოებრივი წერიგის დარღვევას გულისხმობს.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....