რუსეთის სახელმწიფო დუმის სპეციალურ თათბირზე გადაწყდება საქართველოს მიმართ სანქციების მიღების საკითხი, – როგორცამის შესახებ ფრაქცია „ედინაია რასიას” ხელმძღვანელმა, სერგეი ნევეროვმა განაცხადა.
რუსული მედიასაშუალების mk.ru-ს ცნობით, ნევეროვი ამბობს, რომ საუბარი შეეხება საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის, ბორჯომის იმპროტის საკითხს, ამასთან, სერიოზულად განიხილება ფულადი გზავნილების შეზღუდვის საკითხებიც.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ნევეროვის განცხადება გუშინ, რუსთავი ორის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. ტელეკოპანიის წინ გაიმართა აქციაც, რომლიც მონაწილეებმაც, გიორგი გაბუნიას სათანადოდ დასჯა მოითხოვეს. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.
რას შეეხება გიორგი გაბუნიას განცხადებისადმი ნიკა გვარამიას დამოკიდებულებას, მან განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიას გამონათქვამი არ შეესაბამება არხის ძალიან მაღალ სტანდარტს.