ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამწუხარო რეალობაა, რომ სანქციიდან გამომდინარე, ტურიზმის სექტორი დადგა დიდი გამოწვევის წინაშე – ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სამწუხარო რეალობაა, რომ აღნიშნული სანქციიდან გამომდინარე, ტურიზმის სექტორი დადგა დიდი გამოწვევის წინაშე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფსევდოპატრიოტების განცხადებები, რომ შესაძლოა, ტურიზმის სექტორს მცირედი ზიანი მიადგეს, არასერიოზულია

„ადამიანები, რომლებიც გამოდიან, ფსევდოექსპერტიზმს ვეძახით ამას და საუბრობენ, რომ შესაძლებელია, მცირედი ზიანი მიადგეს ტურიზმის სექტორს, ბუნებრივია, ეს ძალიან არასერიოზული განცხადებაა. სამწუხარო რეალობაა, რომ აღნიშნული სანქციიდან გამომდინარე, ტურიზმის სექტორი დადგა დიდი გამოწვევის წინაშე.

2019 წლის ბოლოს გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველოში შემოვიდოდა 1 მილიონ 700 ათასამდე რუსი ტურისტი. ექვსი თვის მონაცემით, საქართველოში 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე უკვე შემოვიდა, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ გვაქვს მილიონი ტურისტის საკითხი, რომელიც ეკონომიკურად ითარგმნება, როგორც 2 მილიარდი ლარი“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დღეიდან ოფიციალურად შეწყდა.

იტვირთბა....