ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტთან ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და პრაიდის აკრძალვას ითხოვენ

პარლამენტთან შეკრებილები ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებასა და ისეთი კანონის მიღებას ითხოვენ, რომელიც თბილისი პრაიდის აკრძალავს.

მათი თქმით, მანამ არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

პარლამენტის წინ იმყოფებიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები, ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და მათი მხარდამჭერები.

შეგახსენებთ, 20 ივნისს, თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო გუშინ კი ორგანიზატორებმა დაანონსეს, რომ მარში დღეს, 8 ივლისს ჩატარდებოდა.

ამ წუთებში, სასულიერო პირები პარლამენტთან იმყოფებიან.

 

იტვირთბა....