მიმდინარე წლის 10 ივნისს, უკრაინული ტელეარხი “პრიამოი”, რომელიც უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრე პოროშენკოს ეკუთვნის, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მხარდამჭერ “ფლეშმობს” გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “სტრანა” ავრცელებს.
თავად “ფლეშმობის” შინაარსის შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.
შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.