მთავარი ციტატა

მე გავაგრძელებ ურთიერთობებს რუსეთთან, რუსეთის ხელისუფლებასთან და დეპუტატებთან – ბურჯანაძე

მე მგონია, რომ მწვავე რეაქცია რუსეთის მხრიდან ამასთან დაკავშირებით გასაკვირი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური რეაგირება იმიტომ, რომ აქ არ არის ლაპარაკი ერთი ადამიანის შეურაცხყოფაზე, ეს არის ზოგადად მთელი ერის შეურაცხყოფა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამას ვთვლი საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ერის შეურაცხყოფად იმიტომ, რომ არავის, არასდროს არ უკადრია ეს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაამწვავებს ვითარებას და ურთიერთობას. მე ურთიერთობებს რუსეთთან, რუსეთის ხელისუფლებასთან და დეპუტატებთან გავაგრძელებ იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ის პირდაპირი ღალატი, რასაც ახორციელებენ ის ადამიანები, ვინც ვითომ ვაი პატრიოტიზმისა და ურა პატრიოტიზმის ლოზუნგებით აკეთებენ იმას, რაც არასოდეს არც ერთ ქართველ პატრიოტს, ყველაზე სასტიკი მტერის წინააღმდეგაც კი არ გაუკეთებია

ნინო ბურჯანაძე

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. ტელეკოპანიის წინ გაიმართა აქციაც, რომლიც მონაწილეებმაც, გიორგი გაბუნიას სათანადოდ დასჯა მოითხოვეს. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.
რას შეეხება გიორგი გაბუნიას განცხადებისადმი ნიკა გვარამიას დამოკიდებულებას, მან განაცხადა,  რომ გიორგი გაბუნიას გამონათქვამი არ შეესაბამება არხის ძალიან მაღალ სტანდარტს.

იტვირთბა....