ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსთავი 2-ს” ხელმძღვანელობამ ბოდიში უნდა მოიხადოს” – რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი

„ეს არის არასრულფასოვანი ადამიანის ექსტრავაგანტური გამოხტომა”, – ასე აფასებს რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მდივანი და საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელი, ტიმურ შაფირი “რუსთავი2-ის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას უცენზურო მიმართვაზ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი.

მისივე თქმით, მის ქცევას ჟურნალისტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

“ეს არაპროფესიონალურია, ამაზრზენია. კიდევ როგორ დავახასიათოთ იმ ადამიანის სიტყვები, რომელიც ასე იქცევა და თან ამისთვის პირდაპირ ეთერს იყენებს“. – განაცხადა ტიმურ შაფირმა და დასძინა, რომ არხის ხელმძღვანელობამ ბოდიში უნდა მოიხადოს.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. ტელეკოპანიის წინ გაიმართა აქციაც, რომლიც მონაწილეებმაც, გიორგი გაბუნიას სათანადოდ დასჯა მოითხოვეს. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.
რას შეეხება გიორგი გაბუნიას განცხადებისადმი ნიკა გვარამიას დამოკიდებულებას, მან განაცხადა,  რომ გიორგი გაბუნიას გამონათქვამი არ შეესაბამება არხის ძალიან მაღალ სტანდარტს.

იტვირთბა....