ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა

საქართველოსა და რუსეთს შორის დღეიდან ავიამიმოსვლა შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები ეკრძალებათ.

რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, რუსეთის მიმართულებით მათი რეისებიც 8 ივლისიდან შეჩერდა. ამის მიზეზი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებაა. როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზია სათანადო საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასევე ვადაგადაცილებული დავალიანება.

იტვირთბა....