მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“პარტიული ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკას პულსი რომ არ ესინჯება, ამაზე მგონი დიდი ხანია შევთანხმდით”

“გავრილოვის “ინციდენტის” შემდგომ ყველას გვახსოვს როგორ დაჟინებით მოითხოვდა რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან ოფიციალური ბოდიშის მოხდას, სახელისუფლობო სტრუქტურების მხრიდან გუშინდელ ამბებზე რეაქციას თუ გადავხედავთ ბოდიში ფაქტიურად მოგვიხდია (თან ყველა დონეზე)..იმედია პუტინიც არ იქნება გულღრძო და გადახედავს საკუთარ გადაწვეტილებას …პარტიული ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკას რომ პულსი დიდი ხანია არ ესინჯება და მყარად განისვენებენ უხამსობის ფსკერზე ამაზე მგონი დიდი ხანია შევთანხმდით ..”

კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.

იტვირთბა....