მთავარი ციტატა

“ხელისუფლებავ, პუტინისთვის ბოდიშის მოხდის შანსი გაგიჩნდათ და სიმაღლის მიხედვით დაეწყეთ…”

“ხელისუფლებავ, ამ ზღვარგადასულ “კდემამოსილებაში” წუხელ რომ დაგემართათ უფრო იმან შემაძრწუნა, რომ რუსეთისთვის, რუსებისთვის, ამხანაგი პუტინისთვის ბოდიშის მოხდის შანსი გაგიჩნდათ და სიმაღლის მიხედვით დაეწყეთ და დასწრებაზე ხართ. თორემ ზღვარსგადასული უზრდელობა რომ გაწუხებდეთ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გექნებოდათ ხოლმე უხერხულობა…”

თინათინ ხიდაშელი

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გუშინ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.

 

იტვირთბა....