რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დაანონსებული სანქცია საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, დღეიდან შედის ძალაში. პუტინმა ბრძანებას ხელი 21 ივნისს მოაწერა, რომლის მიხედვით, დღევანდელი თარირიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები ეკრძალებათ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დუმის დეპუტატმა გავრილოვმა, იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტში სპიკერის სავარძელი დაიკავა და ხალხის გაღიზიანება გამოიწვია, საქართველოს დედაქალაქი იძულებით დატოვა.