ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გახამაურებულ საქმეზე მსჯავრდებულმა პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დღეს დილით დატოვა. გამოსვლისას, მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის ის დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.