“მეგობრებო,
ლგბტ თემას მთავრობა და კრემლი ზუსტად იმიტომ იყენებს აქციის დისკრედიტაციისთვის, რომ აქციის მონაწილეებს შორისაც ეგულება ისეთები, ვინც ადამიანებს პირველ და მეორე ხარისხოვნებად ყოფს.
თუ გვინდა, ვეღარ გამოიყენოს – მოწყვლადები თავად არ უნდა ვიყოთ.
ერთი რამ დაიმახსოვრეთ, ჩვენი სოციალური ქსოვილი გაუმჯობესდება მაშინ, და კეთილდღეობაში ვიცხოვრებთ მაშინ, როდესაც ყველა ჯგუფს – მიუხედავად იმისა მოგვწონს ჩვენ ისინი, თუ არა, აქვთ გამოხატვის თანასწორობა.
ღმერთმა ადამიანები შექმნა ერთმანეთის თანასწორი – ყველას აქვს უფლება ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ.
ჩვენ შეიძლება რაღაც თემები გვაერთიანებდეს, რაღაც თემები კი გვყოფდეს, მაგრამ საკამათო არასოდეს არ უნდა გახდეს სხვისი უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხვისი თავისუფლების პატივისცემა.
“რა დროს უმცირესობების უფლებებია – ოკუპირებულები ვართ” – ამის თქმა არის არა მხოლოდ ამორალური, არამედ არაპრაგმატული.
ვინც უსაფრთხოების გამო, თავისუფლებას თმობს, ის ვერც უსაფრთხოებას იღებს და ვერც თავისუფლებას.
p.s. აქვე დავწერ, რომ ლგბტ ღირსების მარში სრულიად დამოუკიდებელია რუსთაველზე მიმდინარე აქციისგან, გაცილებით ადრე დაიგეგმა და გავრილოვის ღამის გამო გადაიდო.
ხვალ რომ მეშახტეებმა აქცია გამართონ, რას იტყვით – რა დროს ეგააო?
მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ რა მიგვაჩნია დროულად და უდროოდ.
მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ ადამიანები თანასწორნი არიან კანონის წინაშე და თავად წყვეტენ როდის და სად დაიცვან თავისი უფლებები.
მთავრობას და პირველ რიგში გახარიას ვურჩევ, ხვალინდელი მარშის მონაწილეების უსაფრთხოება სამაგალითოდ დაიცვას”
“ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ ხვალ 8 ივლისს “ღირსების მარშის” გამართვა იგეგმება;