27 ივლისს, ბათუმში, ზღვისპირა კლუბ UP2U -ში ჩანიშნული ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი გაუქმდა-ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
როგორც მედიასაშიალებას კლუბის მფლობელმა, ირაკლი ფირანიშვილმა განუცხადა, გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. კლუბში ამბობენ, რომ თუ ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდება ჯგუფის კონცერტი მომავალ სეზონზე გაიმართება.
მათივე ინფრომაციით, A-Studio-ს კონცერტზე დასასწრებად 1000-ზე მეტი ბილეთი იყო გაყიდული.
„ორშაბათს დავდებთ ალტერნატიულ ვარიანტს. Bob Sinclar-ს ან Moloko-ს ზუსტად არ ვიცით, ჯერ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმ ხალხს, ვისაც A-Studio-ს კონცერტზე დასასწრებად ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, შეეძლებათ იმ ბილეთით აღნიშნულ საღამოზე დასწრება. იმ შემთხვევაში თუ სხვა კონცერტით ჩანაცვლების სურვილი არ აქვთ, მიმართონ tkt.ge-ს და ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ“- განაცხადა ირაკლი ფირანიშვილმა.
აღსანიშავია, რომ A-Studio ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კონცერტებზე ხშირად გამოდის.