არ ვიცი, ნულოვანი ბარიერის შემოღება ვინ მოიფიქრა, მაგრამ ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა და ეს ვიღაც ჭკვიანის გაკეთებულია. „ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკების დაშვებას და ბარიერის გაზრდას იმიტომ ითხოვს, რომ მიიბას ის ერთპროცენტიანი პარტიები, რომლებიც მის ორბიტაზე იყვნენ. ამასწინათ, „რუსთავი 2“-ზე გადაცემა ვნახე, სადაც ერთ მხარეს ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით ერთი კაცი იჯდა, მაგრამ იყვნენ „ნაცები“ და „ევრონაცები“, მეორე მხარეს კი იყვნენ პარტიები, რომლებიც აქამდე „ნაცებთან“ იყვნენ მიბმული, მათ ორბიტაზე ტრიალებდნენ და ახლა, ერთმანეთს ჭამდნენ”.
ჯონდი ბაღათურია, „ქართული დასის“ ლიდერი
პირველი არხი, გადაცემა „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად